SWISSÔTEL TBILISI
ამ ტურის შესახებ
Swissotel Tbilisi ქალაქის ცენტრში 5-ვარსკვლავიან გარემოსა და მომსახურებას გთავაზობთ; აქედან იშლება ხედები ძველ თბილისზე, მშრალ ხიდსა და მთაწმინდაზე. სასტუმრო მდებარეობს თბილისის ისეთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობების გვერდით, როგორიცაა „ბაზარი ორბელიანი“, პარლამენტის შენობა და სავაჭრო ცენტრი „გალერია“; აქვეა მშრალი ხიდის ბაზრობაც.
ისიამოვნეთ 5-ვარსკვლავიანი კომფორტით Swissotel Tbilisi-ს ფართო და მყუდრო ნომრებში. მიუხედავად იმისა, ერთი ღამით ჩერდებით ჩვენთან თუ მთელი კვირით, გეპატიჟებით, სრულად ისარგებლოთ ჩვენი „Vitality“ (ჯანსაღი ცხოვრების წესის) კონცეფციით.
Swissotel Tbilisi გთავაზობთ თანამედროვე დიზაინის ნომრებს ქალაქის ულამაზესი ხედებითა და უფასო Wi-Fi-ით, ასევე უახლესი სტანდარტების შესაბამის Wellness და Spa სივრცეებსა და კვების ობიექტებს: რესტორანს „Olives“, „Atmosphere Restaurant & Bar“-სა და „Swiss Café“-ს. Pürovel Spa & Sports სტუმრებს სთავაზობს სხვადასხვა სპა-პროცედურას, სრულად აღჭურვილ სავარჯიშო დარბაზს, ჯაკუზს, საუნასა და დახურულ აუზს.
Swissotel Tbilisi-ს ასევე აქვს 5 საკონფერენციო დარბაზი, რომლებიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის, მათ შორის კონფერენციებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ Swissotel Tbilisi არამწეველთა სასტუმროა.